მეღვინეობა “ამბრას” დამფუძნებელი, აკაკი სირაძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რა სჭირდება რაჭის რეგიონს იმისთვის, რომ აქ მეღვინეობა/მევენახეობის დარგი განვითარდეს.
როგორც “ამბრას” დამფუძნებელი მიიჩნევს, რაჭაში ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, ისედაც შეინიშნება წინსვლა, თუმცა დამატებითი საწარმოების გაჩენა რეგიონში უფრო მეტ სარგებელს გააჩენს.
“წინა წლებთან, ბოლო რამდენიმე ათწლეულთან შედარებით, დღეს რაჭის მევენახეობა-მეღვინეობა განვითარდა. თუ რაჭაში ადრე ვხვდებოდით სულ 2-3 საწარმოს, დღეს რეგიონში უკვე არის რამდენიმე, მათ შორის, საკმაოდ ბევრი, მცირე მარანი. ბევრმა დაიწყო საკუთარ ვენახიდან ღვინის წარმოებ და რეალიზება, რაც რეგიონისთვის ძალიან კარგია, დამატებით ფინანსებს იზიდავს.