რა არის თქვენში ქართული? – შეკითხვა ჯორჯ ბალანჩინს

წარმოშობით ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი ჯორჯ ბალანჩინი, მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.
“ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ? რა არის თქვენში ქართული?“ – ჰკითხეს ერთხელ ქორეოგრაფიის ლეგენდას. ჯორჯ ბალანჩინი წამოდგა, ჩაფიქრდა და დინჯად უპასუხა:
– “დიახ, ბატონო, ქართველი გახლავართ, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი, გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე. საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ახლა პირველად ვარ. დავიბადე და გავიზარდე პეტერბურგში, საიდანაც წავედი უცხოეთში და გავხდი ამერიკის მოქალაქე. რა არის ჩემში ქართული? ხომ გაეცანით ჩემს ხელოვნებას, ხომ ნახეთ ჩემი ბალეტი? თუ მასში არის ტემპერამენტი, სიცოცხლე, ხალისი, ენერგია, ეს არის ჩემი ქართული ბუნება, რომელიც ჩავაქსოვე ჩემს ხელოვნებაში!“

გიორგი (ჯორჯ) მელიტონის ძე ბალანჩივაძე დაიბადა 1904 წლის 22 იანვარს, პეტერბურგში, გარდაიცვალა 1983 წლის 23 აპრილს ნიუ-იორკში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია