რა არის გასაკეთებელი? – ელენე ხოშტარიას 5–პუნქტიანი გეგმა

პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია:
თანამედროვე ავტოკრატიების იარაღი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ინფორმაციის მასობრივი საშუალებების იარაღით ყალბი რეალობების შექმნა და ადამიანების ტვინებზე ზემოქმედება.
ეხლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან. რეალობა კი ასეთია: 1. რეჟიმს არავინ აღიარებს არც გარეთ, არც შიგნით. როცა არ გაღიარებენ გიჭირს არსებობა. ეს მუდმივი მოცემულობა არაა, შესანარჩუნებელია 2. შიგნით ქოცებში მიდის დაჭმა ერთმანეთის. ეს მათი წაგების ნიშანია? – ჯერ არა. სისუსტის? კი 3. საქართველოს აღმოაჩნდა გაუტეხელი საზოგადოება და გაუტეხელი პოლიტიკური სპეკტრი. ეს მოგების გარანტიაა? არა. მოგების შანსს იძლევა? კი. მთავარია როგორ გამოიყენებ 4. უმრავლესობა ვართ? კი. ეს მოგების გარანტიაა? თუ დაქსაქსულები ვიქნებით არა! თუ ერთად? დიდი შანსია რა არის გასაკეთებელი? ერთიანობა, ოღონდ ბრძოლის სტრატეგიის გარშემო: ბრძოლის სტრატეგია: 1. ნულოვანი თანამშრომლობა რუსებთან, ანუ ოცნებასთან 2. ადგილობრივი ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია – ეს დაამთავრებს მათი აღიარების ილუზიას, მიმართულებას მისცემს პროტესტს 3. საერთო სახალხო პროტესტის ახალი ფაზა – დარჩენილი პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთად დგომით (აქ მაქვს კონკრეტული იდეები, აქ არ დავწერ) 4. ქვეყნის გარეთ ოპოზიციის ერთობის ლეგიტიმაციის მიღწევა 5. სანქციები მალე უნდა გავაკეთოთ დიდი აქცია, ყველა ერთად დავდგეთ და ბრძოლის სტრატეგია ვთქვათ.
ეს არის ჩემი ამოცანები ამ დღეებში და ეს არის ჩემი განწყობა ამ ფაზაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)