რახან პირველი აღიარება მივიღეთ, მე სხვებისაგანაც სხვა აღიარებებსაც ველოდები

“რახან პირველი აღიარება მივიღეთ, მე სხვებისაგანაც სხვა აღიარებებსაც ველოდები, ისე აღიარება ცოტა თავის მართლების საშუალებას წააგავს, მანამდე კი მუქარასაც ჰქონდა ადგილი”– წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის მიერ პრემიერთან სატელეფონო საუბრის შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ “მინდა გამოვხატო ჩემი ძალიან გულწრფელი სინანული, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული“.
ექსპერტის თქმით, რაც შეეხება საზოგადოებაში პოლარიზაციის საკითხს, სწორედ უცხოელების წაქეზების შედეგად ხდება აქაური მავნებლების მიერ პოლარიზაციის მუხტის აწევა, რასაც “წარმატებით” ახორციელებს ყველა, დაწყებული დე ფაქტო პრეზიდენტ დან, დამთავრებული ყოფილი სახალხო დამცველი ლომჯარიათი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებით.
“რახან პირველი აღიარება მივიღეთ, მე სხვებისაგანაც სხვა აღიარებებსაც ველოდები, ისე აღიარება ცოტა თავის მართლების საშუალებას წააგავს, მანამდე კი მუქარასაც ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება საზოგადოების პოლარიზაციას, სწორედ უცხოელების წაქეზების შედეგად ხდება აქაური მავნებლების მიერ პოლარიზაციის მუხტის აწევა, რასაც “წარმატებით” ახორციელებს ყველა, დაწყებული დე ფაქტო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილიდან, დამთავრებული ყოფილი სახალხო დამცველი ლომჯარიათი და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებით. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ვერ შეიგნეს ჩვენმა მტერ-მოყვარებებმა: ირაკლი კობახიძისა და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარს ერთადერთი შედეგი მოაქვს ამ ქვეყანაში -ჯანსაღი და საზოგადოების დიდი ძალების კონსოლიდაცია ღირსებისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: წარმოუდგენელი რამ ხდება, მუქარის ჯერ არნახული ხარისხი – ნინო წილოსანი

ასევე დაგაინტერესებთ