რაჭაში ნათესავებმა 60 წლამდე კაცი შეშის ნაჭრით მოკლეს

რაჭაში ნათესავებმა 60 წლამდე კაცი შეშის ნაჭრით მოკლეს | შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში მოხდა
🔻 ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, მხარეებს შორის დაპირისპირება კი სუფრასთან დაიწყო. ისინი თვითმხილველებზე დაყრდნობით გვიყვებიან, რომ კაცს დაზიანებები ორმა პირმა მიაყენა და ქუჩაში დატოვა. მკვლელობის მოტივი ამ დროისათვის უცნობია. “მთავარი” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე