რაც შეიძლება სწრაფად სანქციები… – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოფშორების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონი ს ხელში ინსტრუმენტია, რომელიც სანქცირების შემთხვევაში მას საშუალებას მისცემს ფული და აქტივები გადაიტანოს საქართველოში.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად „ახალის“ თანადამფუძნებელი ც მონაწილეობდა.
„რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება სწრაფად, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას. ეს მიუღებელია. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა და დასძინა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, „ქართული ოცნება“ მათ ვერ მოატყუებს.

ასევე დაგაინტერესებთ