რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებთ უახლოეს მომავალში – ამერიკის თავდაცვის მინისტრი

ს პრეზიდენტი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს ს, თუ რა უნდა გააკეთოს მშვიდობის მისაღწევად, – განაცხადა ბრიუსელში, ნატოს ალიანსის შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე -ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა ეს სიტყვები რუსეთის პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომელშიც მან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად უკრაინას ორი პირობა წაუყენა.
„ამ უსამართლო და არაპროვოცირებული შემოჭრის დროს დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ასეული ათასი ჯარისკაცი. მას შეეძლო დღესვე დაესრულებინა ეს, თუ მოინდომებდა. ჩვენ მოვუწოდებთ მას გააკეთოს ეს და დატოვოს უკრაინის სუვერენული ტერიტორია“, – განაცხადა ოსტინმა.
ოსტინმა გვერდი აუარა ამ საკითხს და მხოლოდ ის თქვა, რომ ნატოს გაფართოება მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.
„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, ვფიქრობ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ნატოს ალიანსის 32 წევრი მიიღებს რაღაც მომენტში, მე ვერ ვხედავ რაიმე სურვილს ან ნიშნებს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას უახლოეს მომავალში”. – თქვა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა და დასძინა ისიც, რომ ნატო-უკრაინის ურთიერთობები უფრო გარღმავებისკენ მიდის.
ოსტინის თქმით, ის ეჭვობს, რომ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, რომლებსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი ექნებათ, მაგრამ ამჟამად ალიანსს სურს ფოკუსირება მოახდინოს ახალი წევრების, შვედეთისა და ფინეთის სრულ ინტეგრირებაზე.
„ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ალიანსის წევრებს, ალბათ, სურთ სიტუაციის სტაბილიზირება და მოწესრიგება”, – თქვა ოსტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ერთიანი სია უძირო კასრია, თუ გასაბერი ბუშტი, რომ შეგიძლია რამდენი გვარ-სახელიც გინდა იმდენი ჩაყარო? სიაში ყველას ისეთ ნომრად უნდა მოხვედრა, რომ პარლამენტში შესვლის თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს მინდა გულითადად მოგილოცოთ დღევანდელი ღირსშესანიშნავი დღე, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე