რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარებს გააკეთებენ ამაზე, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე

რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარებს გააკეთებენ ამაზე, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე
არჩილ თალაკვაძე ს მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. აუქციონის დასრულებამდე საქართველოში დიდი ინტერესი იყო იოანე ზოსიმეს წიგნის მყიდველის მიმართ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს, ნაწილმა სოციალურ ქსელში სტატუსი წაშალა, ნაწილმა ქველმოქმედების დაკნინება დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მათი დამოკიდებულება ღიმილისმომგვრელია.
„უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. რაც უფრო მეტ მსგავს კომენტარებს გააკეთებენ ამაზე, მით უფრო სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს“, – მიიჩნევს თალაკვაძე.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს სინას მთის კოლექციიდან. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა