რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას – დიმიტრი პესკოვი

რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს შიდა საქმეა, ჩვენ არ ჩავრეულვართ და არც ჩავერევით ამ პროცესებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, საქართველოში ადგილი აქვს სიტუაციის შერყევის მცდელობას და ხელისუფლება ატარებს ზომებს მის დასასტაბილურებლად.
„რა თქმა უნდა, სახეზეა სიტუაციის შერყევის მცდელობა. საქართველოს ხელისუფლება იღებს ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სიმშვიდის დასაბრუნებლად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…