რაც იქ მოხდა, იმის დეტალებში მოყოლას არ გაკადრებთ – რას ყვება აქციაზე დაკავებული, 75 წლის მამაკაცი?

გუშინ, აქციის შემდეგ დაკავებული გურამ ქუხილავა პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. 75 წლის კაცი ამბობს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში გააშიშვლეს და დაათვალიერეს.
გურამ ქუხილავა პოლიციელების მხრიდან დამამაცირებელ მოპყრობაზე კომენტარი თავდაპირველად გამოცემა “პუბლიკას” მისცა.
TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში კი აქციების მონაწილე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ვერ აკადრებს იმის მოყოლას, რაც მისი აყვანის დროს მოხდა.
· გურამ ქუხილავა, გასულ ღამეს ხელწერილით გაათავისუფლეს. ის გუშინ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს.
რუსთაველის მეტროსთან ჩავედი, ხოდა მომვარდა ერთი პოლიციელი, მომკიდა ხელი და მიმათრევს, რა მოხდა მე ვუთხარი კაცო, სად მიგყავარ-მეთი და ერთი წუთი ზევით ავიდეთ და იქ მოგიყვებით ყველაფერსო. გავიფიქრე ახლა რუსთაველზე ვიდექი და დადგომის გულისთვის თუ მიჭერდა რა მქონდა დასამალი და წავედი, ავედი წევით, იქ დამხვდა ბევრი ხალხი, პოლიციელები, სადღაც უნდოდათ შევეყვანე, რომელიღაც ოთახში. მერე დაიწყეს ჩემი გაჩხრეკა. მე ვუთხარი ხელს რატომ მიყოფთ ჯიბეში, მე თვითონ ამოვყრი ყველაფერს-მეთქი და ჯიბიდან ჩემით ამოვყარე, მერე კურტკა გამახდევინეს. მე ვუთხარი რას ეძებთ მითხარით ერთი და იქ დეტალებში რაც მოხდა, მაგას თქვენ, ჯერ ერთი საზოგადოებას და ქართველ ხალხს არ ვაკადრებ მაგას, მერე მე ჩემ თავს არ ვაკადრებ, რომ თქვენ ეგ დეტალებში მოგიყვეთ. ცუდად გავხდი, გამახსენდა 1994 წელი, რაც მე ზუგდიდში დამემართა, პოლიცია ჩვენ გვიყვარდა, მაგრამ დღეს გახდნენ საზიზღრები. წუხელ ვუთხარი მე მაგათ მოხუც კაცს როგორ ეპყრობით-მეთქი. გული რაზე დამწყდა იცით, იქ პატარა ბიჭები, რომლებიც პოლიციაში იდგნენ, ისინი რომ გაყუჩებულები იყვნენ, ზოგი ირონიულად რომ იცინოდა. ჩემ თავს ვეუბნებოდი, რამენაირად ის არ მოგივიდეს, რაც 1994-ში. ერთი ხუთი წელი თუ მაქ, 2.5 წელი ამათმა წამართვეს მე. ახლა რომ ნახოთ მე თქვენ როგორ გელაპარაკებით, ხელი როგორ მიკანკალებს, ამას არ დაიჯერებთ თქვენ,” – ყვება გურამ ქუხილავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ