რაც არ უნდა გადაათამაშო გახარია, მელია, ლომჯარია თუ პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე, შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ შეიცვლება – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ “მესამე ძალა”, რომლის შექმნაც იგეგმება, წარუმატებელი პროექტია:
“ორი მიმდინარე საკითხი ემთხვევა ერთმანეთს – ერთი ის, რომ მართლაც წარმოუდგენელი ნიჰილიზმია გამეფებული “ნაცმოძრაობაში” და ეს, ობიექტურად, ძალიან კარგია. ერთი მხრი, დაშლა მიდის ამ პარტიაში და, მეორე მხრივ, დალაგება, ვითომ მესამე ძალის, რომელიც აბსოლუტურად წარუმატებელი პროექტია.
რაც არ უნდა გადაათამაშო გახარია, მელია, ლომჯარია თუ პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სალომე, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან