რაც არ უნდა გააკეთოს -მა, ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ევროპისთვის დაუშვებელია.
ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის დედაქალაქები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდასაჭერად მანამ, სანამ ეს საჭიროა, თუნდაც -ის მონაწილეობის გარეშე.
“პირველ რიგში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც არ უნდა მოხდეს და როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის გადაწყვეტილებები. დიდი შანსია, რომ აშშ კვლავაც ჩვენი პარტნიორი იქნება. მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის კონტინენტის ნაწილია. და რაც არ უნდა გააკეთოს აშშ-მა, ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
“შეუძლებელია რუსეთს ამ ომში მოგების უფლება მივცეთ, რადგან რუსეთის გამარჯვება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ჩვენს კონტინენტზე აღარ არსებობს”, – თქვა მაკრონმა.
Next: ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაწყებული სამეცნიერო საქმიანობიდან, გაგრძელებული პოლიტიკით

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა