“რაშფორდმა ყოველ შობას ემერის საჩუქრები უნდა აჩუქოს, რადგან კარიერა გადაურჩინა” – მარტინ კიოუნი

“არსენალის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა მარტინ კიოუნმა Daily Mail-თან ინტერვიუში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ასტონ ვილაში” განათხოვრებული შემტევის, მარკუს რაშფორდის შესახებ ისაუბრა.
კიოუნის თქმით, “ბირმინგემელების” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა გადაარჩინა.
“რაშფორდმა დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შეუძლია და ინგლისის ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა ისევ შეუძლია. იცით, ეს რისი დამსახურებაა? იგი კარგ კლუბში თამაშობს, გარშემო კი მასზე ზრუნავენ. რაშფორდმა ყოველ შობას ემერის საჩუქრები უნდა აჩუქოს, რადგან ესპანელმა სპეციალისტმა მას კარიერა გადაურჩინა”, – განაცხადა კიოუნმა
შეგახსენებთ, რაშფორდმა
“ასტონ ვილას” მაისურით მიმდინარე სეზონში “ასტონ ვილას” მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში