რაში “უშლიან” ხელს მოხალისეები ოზურგეთის მერს და რას აკეთებდა მოხალისეების გამოჩენამდე?

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თურმე, საკოორდინაციო შტაბიც ყოფილა გახსნილი და შტაბის ინფორმაციით, კი მძიმე სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც, ადამიანური რესურსიც, თურმე.
პრობლემა ყოფილა, თურმე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ეს იწვევს პანიკას და დაბნეულობას.
მაგალითად, 2 შვილის დედა რომ წერს, ფანჯარას ვერ ვაღებ, გარეთ ვერ გავდივარ, ჭერი ჩამოიწია და სახლი თავზე მენგრევაო, ეგ პანიკაა, სავარაუდოდ?
ან დიალეზიანი ადამიანი რომ პროცედურაზე ვერ მიდის?
ან ქალი, რომელსაც დიაბეტი აწუხებდა, რომ გარდაიცვალა, ქალი, რომელიც 85 წლის დედას უვლიდა და ახლა 85 წლის ქალი მარტოა შვილის ცხედართანო, რომ წერენ მოქალაქეები, პანიკის გამოა ეგ საშინელი ამბავი და გვეჩვენება?
ან ამდენი სოფელი, რომელიც მთლიანად მოწყვეტილია, ასე საჭირო, არაა პრიორიტეტული, თორემ, ტექნიკაც ადგილზეა და ფიზიკური რესურსიც?
რაც მთავარია, ე.წ. შტაბი და ავთანდილ თალაკვაძე პრობლემას ხედავენ მოხალისეებშიც, რომლებმაც უკვე გადაარჩინეს რამდენიმე ადამიანი
“ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.”
ცნობისთვის, ე.წ. შტაბი, არ წერს, არაერთი დღეა რომ დახმარებას ითხოვდა ხალხი, რას აკეთებდნენ? ან, უკვე რამდენიმე დღეა, რომ ჯარის ჩართვას ითხოვს ხალხი, რატომ არ ითხოვდა ეს შტაბი თავდაცვის ძალების ჩართვას და რატომ აცხადებდნენ, რომ თავად უმკლავდებიან? მხოლოდ მაშინ რატომ დათანხმდნენ ჯარის გამოყენებას, როცა კრიტიკულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, თუ რამდენი სოფელია მოწყვეტილი, რამდენი ადამიანი ითხოვს შველას?

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში – მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები, არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა

გრიგოლ გეგელია – დიდთოვლობის დროს ვერ ვშველით ადამიანებს, ეს ხელისუფლების პოლიტიკის კრახია – ქვეყანას მართავენ უგუნურები, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, როგორ დაიცვან ჩვენი ცხოვრება