“რაში გამოიხატება “ოცნების” ქრისტიანობა? ფარისევლობაში!” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
ხალხი, რომელიც კაკო ყაჩაღის მამას დაიმონებდა და შემდეგ მოკლავდა; პეტრეს გაოცებას დასცინებდა და მახათაზე სარჩობელას აღმართავდა; გაბოს თამროს მოსტაცებდა და დიდ სიყვარულს საკუთარი ახირების გამო მოსპობდა; ოთარაანთ ქვრივის საჭირნახულო ქისას ქრთამად მიითვისებდა; დარეჯანივით ტყუილუბრალოდ დაამცირებდა და ღირსებას შეულახავდა მშრომელებს; დღეს სარწმუნოებაზე გველაპარაკება ნიშნისმოგებით! 🤯🤯🤢 მთელი თქვენი ქრისტიანობა საუკეთესო შემთხვევაში არის ლუარსაბ თათქარიძის ქრისტიანობა, სანთლის დანთება, რიტუალების აღსრულება და არანაირი აქტიური სიკეთე !!! უმრავლესობა, ალბათ, რიტუალებსაც არ ასრულებს და მხოლოდ კამერის გამოჩენისას მოიმარჯვებს კელაპტარს. იმ ქვეყნის უმდიდრეს მმართველებს, სადაც: მოსახლეობის 1/4 სიღარიბეში ცხოვრობს, ხალხს სახლ-კარი არ აქვს, მთელი სახელმწიფო აპარატი მევახშეების, თაღლითებისა და სხვა მძარცველი ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობს; ავადმყოფობა და უმეცრება ანგრევს ადამიანთა ცხოვრებას; მამული ბოზობის, ნარკომანიის, ფულის გათეთრების, ჩაგვრისა და ბუნების გაჩანაგების ასპარეზად არის ქცეული, რა უფლება აქვთ სარწმუნოებაზე საუბრისა?!!!!!!! მითხარით, რაში გამოიხატება “ქართული ოცნების” ქრისტიანობა? ფარისევლობაში! დარწმუნებული ვარ, პარლამენტის ვერც ერთი ლიდერი ვერ აუხსნის ილია ჭავჭავაძის ვერც ერთი მხატვრული თუ პუბლიცისტური ნაწარმოების შინაარსს, ისტორიულ კონტექსტს, მნიშვნელობას რუსთაველის გამზირზე თავმოყრილ მოზარდებს! ვერც ქრისტიანობაზე ეტყვის მათ რაიმე ღირებულს. სამაგიეროდ, შეუძლიათ იდიოტური ფიცის გამო დემონებად გამოაცხადონ ბავშვები, რომელთაც არ უნდათ ჩვეულებად ქცეული კონფლიქტის ხილვა მათ სამშობლოსა და ევროპას შორის! პროპაგანდის გამო ყველაფერს იკადრებენ…