რაფაელ ვარანი შეიძლება “რეალში” დაბრუნდეს

იმის გამო, რომ დავიდ ალაბა და ედერ მილიტაო ტრავმირებულები არიან, “რეალი” იანვარში ცენტრალური მცველის დამატებას შეეცდება. As-ის ცნობით, არაა გამორიცხული, “სამეფო კლუბმა” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” რაფაელ ვარანი დაიბრუნოს.
ვარანის ტრანსფერის მომხრეა მადრიდული გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც მას კარგად იცნობს და ადაპტაციაც არ დასჭირდება. პრობლემა შეიძლება ფეხბურთელის ხელფასი გახდეს – ის “რეალში” წელიწადში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, “იუნაიტედში” კი 15 მილიონს იღებს.
30 წლის ვარანმა ამ სეზონში პრემიერლიგის 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში