რაფაელ გლუკსმანი – მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება – „ქართული ოცნება“ ერს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება

მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება.
„ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს, ქუჩებში, სკვერებში, ახალგაზრდები აფრიალებენ ევროპულ დროშებს, ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ. ქართველი დემოკრატები გვიყურებენ. ისინი ჩვენგან უფრო მეტ სიმტკიცეს ელიან ქვეყნის ოლიგარქების პირისპირ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. მკაფიოდ უნდა ვთქვათ: შეუძლებელია კრემლთან საქმის დაჭერა და ამასთან ევროპასთან მიახლოვება, შეუძლებელია თავისუფლების საწინააღმდეგო კანონების ხელშეწყობა და ევროპასთან მიახლოვება, შეუძლებელია დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან ევროპას მიუახლოვდე. „ქართული ოცნება“ ერს რუსულ კოშმარში დაბრუნებით ემუქრება. ევროპას სჭირდება, მისი ხმა გაიგონ და დადგეს ახლოს მის მოკავშირეებთან, ქართველ დემოკრატებთან“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.