რაუფოღლუ: მოსალოდნელია, MEGOBARI Act-ის ინიციატივა კონგრესში დღეს წარადგინონ

Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხო კანონპროექტის – MEGOBARI Act-ის კონგრესში წარდგენას, სავარაუდოდ, დღეს აპირებს.
“განახლება!!! მოსალოდნელია, რომ “საქართველოს სანქციების” ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. კონგრესიდან წყარომ მაცნობა”, – წერს ის X-ზე.
UPDATE!!!! “Georgia Sanctions” legislation, (aka MEGOBARI bill) is expected to be introduced as early as today, a congressional source tells me. #StandWithGeorgianPeople #NOtorussianlaw— Alex Raufoglu (@ralakbar) May 23, 2024
POLITICO-მ კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი მოიპოვა, რომელიც -საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება რუსულ კანონზე უარს იტყვის.