რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „Milky Way Scientific Journal“ (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორი, რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის – „Milky Way Scientific Journal“ (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „Milky Way Scientific Journal (MWSJ)“ არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ჟურნალი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციური იდეების გავრცელებას და საინტერესო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას.
რაულ ქირია ვიცე-რექტორის პოზიციას „ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება