რატომ ცდილობს რუსეთი ჩასივ იარის ხელში ჩაგდებას?

უკრაინის ფრონტზე, მთავარ აქცენტს უკრაინულ ქალაქ ჩასივ იარზე აკეთებს. სტრატეგიული მნიშვნელობის უკრაინულ ქალაქს რუსული ძალები მძიმე არტილერიით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და საჰაერო იერიშებით უტევენ.
ამბობს, რომ რუსეთის სურვილია ჩასივ იარი 9 მაისამდე აიღოს, მანამ სანამ რუსეთში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებას აღნიშნავენ. კრემლი კიევის ინფორმაციას არ ადასტურებს, რუსეთში აცხადებენ, რომ ვადები განსაზღვრული არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ აღმოსავლთის ფლანგზე ვითარება მძიმეა, თუმცა უკრაინული ძალები ამ დროისთვის ჩასივ იარში პოზიციებს ინარჩუნებენ და აძლიერებენ.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ თუ რუსული ძალები ჩასივ იარს დაიკავებენ რუსეთს შეეძლება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყოს იერიშები. ჩასივ იარი ქალაქ ბახმუტიდან 12 კილომეტრში მდებარეობს, ბახმუტი რუსმა სამხედროებმა გასულ წელს, რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ აიღეს.
ომის ჟურნალისტებზე და ანალიტიკოსებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ რუსეთი შეეცდება უკრაინული ძალების პოზიციებს ერთდროულად სამი მიმართულებიდან აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შეუტიოს, რათა უკრაინელმა მებრძოლებმა პოზიციები დათმონ და დასავლეთისკენ გადაადგილდნენ.
რუსული გამოცემა „რასისკაია გაზეტა“ წერს, რომ რუსი სამხედროები უკრაინელ სამხედროებს ესაუბრნენ და მათ ჩაბარება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოზიციების საჰაერო მართვადი ჭურვებით განადგურებით დაემუქრნენ.
კიევში ფიქრობენ, რომ რუსეთი ძლიერი შეტევისთვის ემზადება, მაშინ როცა დასავლეთის დახმარების ნაკლებობას განიცდის.