რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს

აშშ-ის საელჩო ავრცელებს განცხადებას ელჩი დანიგანის შეხვედრის შესახებ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და განმარტავს შეხვედრის შინაარსს.
„დღეს ელჩი დანიგანი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ელჩ დანიგანის შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან პირველი შემთხვევაა ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, როდესაც -ის ელჩი „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს ხვდება.სამინისტრომ საელჩოს განცხადებამდე აღნიშნა, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს შეეხებოდა.