რატომ შეზღუდა დამკვირვებლის უფლებები – ცესკომ PACE-ს წერილი მიწერა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია () მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არ შეხედონ საქართველოში მიმდინარე პროცესს „ზედაპირულად“ და მათთან დაკავშირებით მსჯელობისას დაეყრდნონ „გადამოწმებულ ფაქტებს“.
საარჩევნო ადმინისტრაციიდან წერილი მას შემდეგ გაგზავნა, რაც PACE-მ ნეგატიური რეზოლუციით შეაფასა ცესკოს ახალი დადგენილება, რომლითაც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აეკრძალათ ამომრჩევლის პირადობის მოწმობების გადამოწმების უფლება.
„ამის საჭიროება განპირობებული იყო გასულ არჩევნებზე დაფიქსირებული არაერთი ინციდენტით, როცა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ ირღვეოდა კანონი საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით“, – წერია ცესკოდან გაგზავნილ წერილში.
უწყებაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების უფლებები ეუთო/ოდირის დასკვნის შესაბამისად შეიზღუდა.
„ხსენებული დადგენილების კრიტიკოსები, ადამიანები, ვინც თქვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ მიზანმიმართულად ცდილობენ რეალობის დამახინჯებულად ინტერპრეტაციას… ალბათ, გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ დასრულდა ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ“, – წერს ცესკო PACE-ს, თუმცა ამ წერილში არ არის საუბარი სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ არსებულ კითხვებზე, რომელზე საუბრობენ არამხოლოდ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პარტნიორებიც (, დიდი ბრიტანეთი), რომელმაც რამდენიმე მოსამართლეც კი დაასანქცირეს.
თვის დასაწყისში, 3 აპრილს ცესკომ მიიღო ახალი დადგენილება, რომლითაც ს დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების თანამშრომლებს აუკრძალა მოქალაქეთა პირადობის მოწმობების გადამოწმება. დადგენილების შინაარსი არასამთავრობო ორგანიზაციამ („სამართლიანი არჩევნები“) საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლეებმა არ გააუქმეს ცესკო გამოცემული დოკუმენტი.
10 აპრილს PACE-მ დაამტკიცა კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე, რომელშიც ერთ-ერთი საარჩევნო საკითხები იყო (საარჩევნო კოდექსის ახალმა ცვლილებებმა მმართველ გუნდს მოუტანა უპირატესობა, ცესკოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შესუსტდა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნდობაზე დამყარებულ გარემოში ვერ ჩატარდება).
მანამდე, 2025 წლის 29 იანვრის კენჭისყრაზე PACE-მ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა:
· ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;
· პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება;
· ამასთან, PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული უფლებებით ცნო და 2025 წლის აპრილამდე „გამოსაცდელი ვადა“ მისცა.
პასუხად „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოდან დელეგაციის წევრები არც დარბაზში და არც ასამბლეაში დღეს არ ყოფილან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში