რატომ უნდა აიღო ავტო სესხი

უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა იწყებს ფიქრს მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაზე – ეს ავტომობილის შეძენაა. ამ დროს თავში ათასნაირი აზრი გიტრიალებს და ჩნდება უამრავი კითხვა თუ რა და როგორ ჯობია.
იქნებ სჯობს ცოტა მოიცადო და ფული მოაგროვო? და რამდენი წელი დაგჭირდება იმ თანხის მოსაგროვებლად, რომ შენი ოცნების მანქანა იყიდო? ან იქნებ სესხის აღება ჯობია?
სად ავიღოთ ავტო სესხი კარგი პირობებით?
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში ავტო სესხებზე საკმაოდ მოქნილი პირობები გელოდება. კომპანია საშუალებას გაძლევს სესხი მოარგო შენს ფინანსურ შესაძლებლობებს და აირჩიო სასურველი თვეების რაოდენობა. ეს გეხმარება, გააზრებულად გადახედო შენს შემოსავლებს და განსაზღვრო, ზუსტად, რა თანხა გჭირდება შენი ოცნების მანქანის ყიდვისთვის.
რა შემთხვევაში უნდა განიხილო ავტო სესხი?
თუ მანქანის ყიდვა გადაწყვიტე და შენც ამ ფიქრებში ხარ, განაგრძე სტატიის კითხვა, ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი.
აზრს ფინანსურ ექსპერტებს ან ოჯახის წევრებს თუ ჰკითხავ, ალბათ, ბევრი მათგანი გირჩევს, რომ ფულის დაზოგვა და ვალდებულებებისგან თავისუფალი ცხოვრება ჯობია. მოგიყვებიან, რომ საქმე მანქანის ყიდვით არ მთავრდება, რომ მანქანის ყოლას თავის მხრივ, დამატებითი ხარჯები ახლავს და მუდმივად მზად უნდა იყო გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.
სესხის გარეშე ცხოვრებას, ნამდვილად, ვერაფერი შეედრება, ამაზე არავინ კამათობს, თუმცა, ახლა განვიხილოთ, რატომ შეიძლება კრედიტის აღება იყოს უფრო გონივრული ფინანსური გადაწყვეტილება:
როდის უნდა იფიქრო ავტო სესხზე:
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და წინასწარ არასდროს იცი, შენ მიერ დაგეგმილი თანხის შეგროვების ვადები რამდენად რეალური აღმოჩნდება. გინდა მანქანის გარეშე კიდევ რამდენიმე წლის ან მთელი ცხოვრების გატარება?
· შესაძლოა, მანქანა მოულოდნელად დაგჭირდეს, მაგალითად, გაიხსენე პანდემიის პერიოდი, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ინფიცირებული ადამიანებისთვის აკრძალული იყო და საავადმყოფომდეან სამედიცინო მაღაზიამდე მისასვლელად ახლობლებსაც ვერავინ სთხოვდა დახმარებას. ალბათ, მაგ მომენტში უამრავმა ადამიანმა გაიფიქრა, რომ მანქანა ზუსტად ის ქონებაა, რომლის შეძენაზეც დიდი ხნით ადრე, აუცილებლად, უნდა ეფიქრა. მართალია პანდემიის პერიოდში ონლაინ მაღაზია კარგი გამოსავალი იყო, თუმცა ადგილზე ფიზიკურად მისვლის საჭიროება მაინც ყველა ჰქონდა.
· და თუ ჯერ კიდევ არ იცი, არასტაბილურ და ცვალებად გარემოში, სოლიდური თანხის მოგროვებას როდის შეძლებ, აჯობებს, ავტო სესხის საჭიროებაზე რეალურად დაფიქრდე. თანაც, ავტომობილის ყოლამ, დამატებითი შემოსავლების გზებიც შეიძლება დაგანახოს.
· გაითვალისწინე ინფლაციის რისკებიც, ვიდრე მანქანის საყიდლად საჭირო თანხას მოაგროვებ, შესაძლოა წლების მანძილზე ავტომობილის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და შენი დანაზოგი არასაკმარისი აღმოჩნდეს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!