“რატომ უბრუნდება საქართველო რუსეთს?” – სენატორ რიშის კითხვა და ეკა გიგაურის პასუხი –

სენატორ რიშის კითხვაზე, რომელმაც სთხოვა აეხსნა, რატომაა ქვეყანაში მიდრეკილებაა რუსული ფორმის მმართველობისკენ და რატომ უბრუნდება საქართველო რუსეთს, როცა მისგან გათავისუფლებულები არიან – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ “ქართველი ხალხი არის ს და “ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის მსხვერპლი.“
თუმცა, გიგაურის თქმით, “დეზინფორმაციის დიდი ნაკადის მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში და ეს ოფიციალურ ციფრებშია გამოხატული.“
რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს არ ეხება მხოლოდ კანონს. ვიდრე კანონის მიღება მოხდება, ხდება დისკრედიტაცია, მაგალითად, თითქოს, ლიბერალური ჯგუფები ებრძვიან ოჯახურ ღირებულებებს, ეროვნულ ინტერესებს, რომ მაგალითად ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს, ამსხვრევს ყველაფერს ეროვნულს, თითქოს მესამე სექტორი მხოლოდ ლგბტ უფლებებს იცავს და ავრცელებს ლგბტ პროპაგანდას და ა.შ. ეს ძალიან მძიმე პროპაგანდაა. ისინი თამაშობენ საზოგადოების განწყობებზე. ამასვე ამბობს სამთავრობო მედია, რომ, თითქოს, დასავლეთში დესტაბილიზაციაა, ხალხი ცხოვრობს საშინელ პირობებში, ისე როგორც რუსეთში. იქაც მსგავსი თემატიკის პროპაგანდაა. რომ, თითქოს, დასავლეთში არ ზრუნავენ ოჯახებზე, ღირებულებებს პატივს არ სცემენ. ისინი არ ამბობენ, რომ დასავლეთი ცუდია, თუმცა ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომ გაზარდონ კითხვები არის თუ არა ის კარგი. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანების წილი არ არის დიდი“, – განაცხადა გიგაურმა.