რატომ ვერ ჩაერთო სასამართლო სხდომას – “კურიერი” “ვივამედის” კლინიკურ დირექტორს ესაუბრა

რატომ ვერ ჩაერთო სასამართლო სხდომას? “კურიერი” “ვივამედის” კლინიკურ დირექტორს ესაუბრა. ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე განმარტებით, რაიმე პარამეტრის გაუარესება არ შეიმჩნევა, თუმცა არის გარკვეული ჩივილები, რაც კონფიდენციალური ინფორმაციაა და საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა გუშინ და დღეს დილითაც თავად აღნიშნავს გარკვეულ ჩივილებს, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ საყურადღებოა და შესაბამისად, გრძელდება ზედამხედველობა. თუ საჭირო იქნება დამატებითი კვლევები, დღის განმავლობაში აუცილებლად ჩატარდება. რაიმე განსაკუთრებული ცვლილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით, თუნდაც მისი ზოგადი სტაბილური მდგომარეობის კუთხით, არ აღენიშნება. ეს არის სუბიექტური ჩივილები, რომელსაც ვთვლით, რომ ყურადღება უნდა მიექცეს,” – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით