“რატომ გაჭიანურდა უკრაინის ომი და რა შეცდომები იყო დაშვებული?” – ვანო ნადირაძე

ში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე:
რა შეცდომები იყო დაშვებული პირველ რიგში პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, რატომ გაჭიანურდა უკრაინის ომი.
მე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო, ფრონტის რამოდენიმე მონაკვეთზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევების დაწყება, შეიძლებოდა ცოცხალი რესურსების მაქსიმალურად შენარჩუნება და გაფრთხილება. ზოგჯერ პოლიტიკოსების ჯიუტი გადაწყვეტილება ძალიან უშლის სამხედროებს სწორედ მოქმედბაში ხელს. შეიძლებოდა ლუგანსკის და დონეცკის ფრონტის გასწვრივ თავიდანვე ტაქტიკურად სწორ პოზიციებზე განლაგებულიყო არტილერია და მხოლოდ მტრის შემაკავებელი ბრძოლები ეწარმოებინა, თან იმ დროს როცა მტერს ქვეითი ჯარის და ტექნიკის უპირატესობა ქონდა და არ უნდა შეგვეკლა იქ ჩვენი ქვეითი ჯარის რესურსი. არ უნდა მიეცა საშუალება მტრისთვის ზაპოროჟიეს ოლქში ხაზზე გამაგრების საშუალება, სადაც ერთ კვ.მ თითქმის სამი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი დევს და ფაქტიურად ის ტექნიკა რაც დასავლეთიდან მივიღეთ, დღეს ეფექტურად ვერ ვიყენებთ დანაღმული ველების სიმჭიდროვის გამო, იძულებული ვართ ვაწარმოოთ შეტევები ქვეითი ჯარის პატრა შემტევი ჯგუფებით (საბედნიეროდ ამართლებს ეს ტაქტიკა). კიდევ გეტყვით იმას რომ, ეს ომი არის, არა მარტო ის რომ ვის უფრო უკეთესი ჯარი ჰყავს. პირველ რიგში ეს ომი არის მენეჯმენტის სკოლის თუ ვის უფრო უკეთესი აქვს, ეს ომის არის რესურსების და ეს ომი არის სწორი ლოგისტიკური ჯაჭვის. ხერსონში მაგალითად ამ ლოჯისტიკურმა ჯაჭვმა ოპერატიულ დონეზე გაამართლა, თუმცა, იქაც სამწუხაროდ ბოლოს შეცდომები იყო დაშვებული. მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია თუ ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვს არა ოპერატიულ დონეზე განავითარებს უკრაინა, არამედ სტრატეგიულ დონეზე . პოლიტიკოსების დავალება, ლუგანსკის და დონეცკის ეხლა დაბრუნებაზე ჩემი აზრით ესაა შეცდომა, დროებით უნდა შეჩერდეს.მთელი ზამთარი უნდა იყოს იქ მხოლოდ შემაკავებელი საარტილერიო ბრძოლის წარმოება. იმიტომ რომ ლოჯისტიკის მხრივ ზუსტად იქ აქვთ რუსებს უპირატესობა, ძალიან ახლოს აქვთ ყველაფერი ჩვენთან შედარებით. ხოლო სამხრეთით პირიქით იქ გვაქვს ჩვენ უპირატესობა და ზუსტად იქ აქვთ რუსებს პრობლემები. აუცილებელია ს მოწყვეტა და დნეპრის მარცხენა სანაპიროს მაქსიმალურად გათავისუფლება. ის მომენტია როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება უშლის ხელს ბრძოლის ეფექტურ წარმოებას და ნაკლებად უნდა ჩაერივნონ, თან იმ ფონზე როცა თავად ვერ ასრულებენ დავალებას, გუშინ რესპუბლიკელებმა ჩააგდეს უკრაინისთვის და სთვის დახმარების საკითხი. აუცილებელად გავიმარჯვებთ. ზუსტად ეხლა მოვდივათ სწორი მიმართულებით. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დიდება ჩვენ სამშობლოს, დიდება უკრაინას .”