,,რატომ გაუფასურდა ლარიო, მოთქვამს ექსპერტობა“ – რომან გოცირიძე

პარალმენტის წევრი, სოციალურ ქსელში წერს:
,,რატომ გაუფასურდა ლარიო, მოთქვამს ექსპერტობა. სინამდვილეში ლარი ისე მყარდება, რომ ათეულ მილიონობით დოლარს ყიდულობს ეროვნული ბანკი, რათა ერთის მხრივ ლარის გამყარება შეაჩეროს, მეორეს მხრივ კი რეზერვები შეავსოს. არაა გამორიცხული, 150 მილიონ დოლარზე მეტი იყოს შესყიდული თებერვლის თვეში და მარტის პირველ ნახევარში. შეიძლება უფრო მეტიც. როდესაც ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი შეგნებულად მალავს, როცა პირველ თებერვალს განხორციელებული ინტერვენციის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ თითქმის ორი თვის შემდეგ, 25 მარტს ამჟღავნებს, როცა ბიზნესს, ექსპერტებს და საზოგადოებას გაურკვევლობაში ამყოფებს, ეს არის მავნებლობა.”