ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი:
22 დღე გავიდა, რაც რიჟვაძემ (ს) ისროლა/ესროლეს. 22 დღე გავიდა და ოფიციალურად არ ვიცით რა მოხდა!!!! ერთი (!) ბრიფინგიც არ გაუკეთებია არც “შსს”-ს და არც პროკურატურას!22 დღის განმავლობაში არაფერი ვიცით ამ ქუჩური გარჩევის შესახებ! რამდენი ადამიანი იყო, ვინ ესწრებოდა, ვინ სროლამდე წავიდა, რატომ დაწერა ან დაუწერეს წერილი და ასე შემდეგ. 22 დღეა არც პირველადი ექსპერტიზის პასუხია – თავს იკლავდა თუ ესროლეს!
არავინ იცის მიქაუტაძე მარტო იპარავდა ფულს?! მარტომ მოტეხა მილიონები?! და ეკონომიკის მინისტრი?! ღარიბაშვილი ჰყავდა წილში?! ვისთან მიჰქონდა?! ბიძინასთან არაფერი?! – აქაც დუმილი…თავდაცვის სამინისტრო, მინისტრი, მოადგილე, ცოლისძმა – აქ რა ხდება?!3 კაცი და “ფაფუ”?! რამე ვიცით ამ კლანურ გარჩევაზე დამატებით?!გომელაური და ლილუაშვილი, რომ “დაკეტილია”?! მანდ რა ხდება?! აქ ფულები იპარებოდა და ამათ ეძინათ?! გენერალური ინსპექციის უფროსი, რომ დატყდა მაგ ამბავზე რა გაირკვა, გვითხრეს რამე?! რა გაირკვა მამაცაშვილზე?! რატომ გაექცა დეიდაშვილი ბიძინას?! გომელაურ-ლილუაშვილი უჩას ადებენ ხელს?! მანდ რაო “პროკურატურამ”?!ბათუმის მერზე, ქარსელაძეზე რა ხდება?! ქოლცენტრებზე?! ფარცხალაძე და თავისი საძმოს ქვეყნიდან განდევნაზე იყო რამე ბრიფინგი?! პრესსამსახურმა არაფერიო?!და ბიზნესმენების დევნაზე რა ხდება?! დაყაჭეს მილიონები?!კახის 800 მილიონზე – წულაიამ მოვიტანო, დავდებო თუ ურჩობს?!ამ ორომტრიალში ხალხი სად არის?! ხალხი და ქვეყანა ვის ახსოვს?! ამ თქვენს ტრილერებს და სროლა-წიოკს უყუროს ხალხმა?! თქვენი მილიონების გადანაწილებით ისიამოვნონ?!
არ ფიქრობთ, რომ უნდა დასრულდეთ?! არა?! ხალხი პირიქით ფიქრობს! – მოგიწევთ.