რატომ აღნიშნავს შობას საქართველო 7 იანვარს – რა განმარტებებს აკეთებენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით

რატომ აღნიშნავს შობას საქართველო 7 იანვარს. ნაწილი ამაში პოლიტიკურ სარჩულს და რუსულ გავლენებს ხედავს, თუმცა ფესვები ბევრად შორს მიდის. ყველაფერი კალენდარული რეფორმებით დაიწყო, როდესაც მე-16 საუკუნეში ს ინიციატივით ქრისტიანობის დიდი ნაწილი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თუმცა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღემდე ერთგულია ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების, რომელიც 325 წელს შედგა და დღეების ათვლა იულიუს კეისრის კალენდრით დაიწყო.
რატომ აღინიშნება საქართველოში შობის დღესასწაული 7 იანვარს, დღეს სასულიერო პირებმაც განმარტეს. ამბობენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის, ანუ ძველი კალენდარული სისტემით ხელმძღვანელობს, რომელიც საეკლესიო დღესასწაულების განრიგს ზუსტად განსაზღვრავს. სასულიერო პირების თქმით, გრიგორიანული, ანუ ახალი კალენდარი, ბევრ მართლმადიდებლურ თარიღს, მათ შორის მაცხოვრის აღდგომის დღეს არ ემთხვევა. ახალ სტილზე გადასვლა კი საეკლესიო მსახურებაში ცვლილებებს გამოიწვევს.
საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის საკითხი თავად საეკლესიო წრეებში რომ უნდა გადაწყდეს – ამაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციის დიდი ნაწილიც.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი – შობის დღესასწაულის რუსეთთან დაკავშირება და ამ თემაში პოლიტიკური კონტექსტის შემოტანა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. “ქართული ოცნების” წევრები აქცენტს აკეთებენ სოციალურ ქსელში შობის თარიღის განხილვაზე, სადაც სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი წერს, რომ შობის შვიდში აღნიშვნა პოლიტიკური საკითხია და არა რელიგიური. მმართველი ძალა ასეთი მოსაზრების ავტორებსა და ს ურჩევენ, ეკლესიის კრიტიკას თავი დაანებონ.
გამოთქმული კრიტიკის შემდეგ, ლაშა ბუღაძემ, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მწერალი პოზიციას არ ცვლის და წერს, რომ “დიახ, “7 იანვარი” დღეს პოლიტიკური თარიღია და არა რელიგიური.” მწერალი თვლის, რომ 25 დეკემბერი სგან დაშორების და ევროპულ-ცივილიზაციურ დროსთან დაახლოების სიმბოლური აქტი უნდა იყოს!

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს