რატომ არ ხსნის ალიევი საქართველოსთან სახმელეთო საზღვარს? – რისი ეშინია აზერბაიჯანის პრეზიდენტს

თეონა სულაქველიძე
ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სახმელეთო საზღვარი დღემდე არ გახსნა და მიზეზად კორონა-ვირუსისგან თავის დაცვას ასახელებს, აზერბაიჯანია. ჰო, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც მოხვედრა ავტომობილითა თუ ფეხით, წარმოუდგენელია, იქ მხოლოდ გადაფრენაა შესაძლებელი. რა არის ამის მიზეზი? ერთი შეხედვით, სისულელეა კორონა-ვირუსის გამო სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა, მითუმეტეს, რომ თუნდაც ბოლო კვირის მონაცემებით, აზერბაიჯანში ვირუსით არათუ არავინ არ გარდაცვლილა, არამედ არავინ არ დაავადებულა, ანუ ქვეყანაში ვირუსი უბრალოდ არ არის. მთავარი მიზეზი, რის გამოც საზღვარია ჩაკეტილი, ს შიში გახლავთ. შიში იმისა, რომ გადატრიალებას მოუწყობენ და აჯანყების სათავეში… მისი ცოლი, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალეივა იქნება.
ალიევების წყვილი, საზოგადოებაში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ცოლ-ქმარი თითქმის სულ ერთად არიან, ერთმანეთს საჯაროდ თბილად უღიმიან, ფარულად თუ მალულად ეფერებიან კიდეც, სინამდვილესი კი, მათ შურის უმწვავესი დაპირისპირებაა და როგორც იქაურები ამბობენ, შორს არ არის ის დრო, როცა მეჰრიბან ხანუმი ქმარს გადატრიალებას მოუწყობს და სათავეში თავად მოვა. ამის თაობაზე, აზერბაიჯანის ერთ-ერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ძალოვანმა გვითხრა და დეტალებიც აგვიხსნა.
მეჰრიბან ალიევა (ქალიშვილობის გვარი ფაშაევა) გავლენიანი ოჯახის შვილი გახლდათ. მისი ბაბუა მამის მხრიდან, მირ ჯალალი ფაშაევი, აზერბაიჯანელი მწერალი და ლიტერატურის მცოდნე იყო. იგი ირანელი აზერბაიჯანელი გახლდათ, რომელიც არდებილში დაიბადა და შემდეგ, მამასთან ერთად საცხოვრებლად განჯააში გადავიდა. მირ ჯალალი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა, მას მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მეცნიერის წოდება. მეჰრიბანის ბაბუა დედის მხრიდან – ნასირ იმანგულიევი გაზეთ „ბაქოს“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გახლდათ.
მეჰრიბან ალიევას მამა, არიფ ფაშაევი, საბჭოთა კავშირის დროს, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფიზიკისა და მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის სრულუფლებიანი წევრი და ეროვნული საავიაციო აკადემიის რექტორი გახლდათ. დედა – აიდა იმანგულიევა პირველი აზერბაიჯანელი ქალი იყო, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის დოქტორის ხარისხში აიყვანეს. ის იყო აზერბაიჯანის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, მიიღო ფილოლოგიის მეცნიერებათა პროფესორისა და დოქტორის წოდება. მისი და – ნარგიზ ფაშაევა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ფილოსოფიის დოქტორი და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ამავდროულად, ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაქოს ფილიალის რექტორიცაა.
თავად მეჰრიბან ალიევამ 1982 წელს, ბაქოს 23-ე სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა, შემდეგ კი, მოსკოვის პირველ სამეიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა, რომელიც წითელი დიპლომით დაასრულა. 1988 წლიდან 1992 წლამდე, ის მოსკოვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში თვალის დაავადებების მიმართულებით მუშაობდა, 1995 წელს დააფუძნა და ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ფონდს „აზერბაიჯანის კულტურის მეგობრები“, შემდეგ გამოსცა ჟურნალი, რომლის რედაქტორიც გახდა. 2002 წელს, მეჰრიბან ალიევა ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს და უკვე 2005 წელს, მისივე მონდომებითა და მეცადინეობით