თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა.
„გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე „ფორმულასთან“.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, სსკ-ის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი