რატომ არ ახსენა ღარიბაშვილმა კობახიძე გამოსამშვიდობებელ სიტყვაში

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ირაკლი სთან დაპირისპირების შესახებ კითხვებზე პასუხს თავს არიდებს.
ღარიბაშვილს, რომელმაც თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში არაერთხელ ახსენა და მისდამი მადლიერება გამოხატა, ჰკითხეს, რატომ არც ერთხელ არ უხსენებია და ჰქონდა თუ არა მასთან შეუთავსებლობა.
„ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ჩემს განცხადებაში არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერია და თანამებრძოლია. ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს. არავითარი საფუძველი არ არსებობს. გუნდი არის ძალიან დიდი, ეს გუნდი შეკრა და ჩამოაყალიბა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა. ყველა ის წარმატება, რომელსაც ჩვენმა პარტიამ მიაღწია, დაკავშირებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან წარმატებები უსურვა გუნდის ყველა წევრს.
კითხვაზე, ირაკლი კობახიძის ყველა ნაბიჯი არის თუ არა მის მიერ მხარდაჭერილი, ღარიბაშვილმა უპასუხა:
„რას ნიშნავს, რა შუაშია? ცოტა კარგი შეკითხვები დამისვით. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ რაიმე საკითხზე გვქონდა შეუთავსებლობა. აგერ არის გუნდი და ჰკითხეთ, თუ ერთ ფაქტს გაიხსენებთ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ გუნდის რომელიმე წევრთან მქონდა რაიმე უსიამოვნება. მსგავსი ფაქტი არ არსებობს“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, დღეს ყველაფერში ეთანხმება და მოსწონს თუ არა კობახიძე.
„ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი. მას თავისი ხედვა აქვს. არ შეიძლება ასეთი კითხვების დასმა. ეს არის დამაკნინებელი კითხვები. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ პრემიერ-მინისტრის მუშაობას. პრემიერ-მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა პირველ რიგში და მე რატომ მეკითხებით. ჯერ ერთი, სულ ერთი წელია, რაც მუშაობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გირჩევთ, მოიხსენიოთ იგი როგორც პრემიერ-მინისტრად და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძედ“, — მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.