ჟურნალისტი რატი მელაძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პრემიერ კიტ სტარმერის განცხადებას აზიარებს:
ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნას აცხადებს
პრემიერ კიტ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი „ომისთვის მზადყოფნის“ რეჟიმში გადადის.
„როდესაც ჩვემ გვემუქრებიან ქვეყნები მოწინავე არმიებით, მათი შეკავების საუკეთესო შესაძლებლობაა ვიყოთ მზად და მოვახდინოთ დემონსტირება, რომ ჩვენ ძალგვიძს მშიდობა ძალით დავიცვათ“ – განაცხადა სტარმერმა.
მისი თქმით, ბრიტანეთის თავდაცვის პოლიტიკა ყოველთვის იქნება „ნატო უპირველეს ყოვლისა“.
ახალი სამხედრო სტრატეგიის მიხედვით გაერთიანებული სამეფო 2027 წლისთვის სამხედრო ხარჯებს მშპ-ს 2,5%-მდე გაზრდის. მეტიც ლონდონი შეეცდება რომ ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაზარდოს თუმცა ამის პირობას ვერ იძლევა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთი ააგებს 12 ახალ ბირთვულ წყალქვეშა ნავს. ისინი ჩაანაცვლებენ Astute-ს კლასის 7 წყალქვეშა ნავს. აქედან მოქმედი 5-ია რადგან 2 სუმმარინა ჯერ კიდევ ელოდება შეიარაღებაზე მიღებას. შესაბამისად წყალქვეშა ბირთვული ფლოტი თითქმის გაორმაგდება. ბრიტანეთი ყოველ 18 თვეში ახალ სუბმარინას ჩაუშვებს წყალში. საუბარია SSN-AUKUS კლასის ხომალდებზე.
ბრიტანეთის განცხადებით, წყალქვეშა ფლოტის ზრდა იქნება ნათელი სიგნალი რუსეთისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბრიტანეთი უკან არ დაიხევს და მზად იქნება ომისთვის.
აღსანსნავია, რომ წყალქვეშა ნავების ეს კლასი ბირთვულია, თუმცა ისინი არ არიან ბირთვული ბალისტიკური რაკეტების მატარებლები. ეს წყალქვეშა ნავები ე.წ. მკვლელი სუბმარინების კლასს განეკუთვნება. მათი მთავარი მიზანია წყალქვეშა და წყალზედა ხომალდების განადგურება. მათ ასევე შეუძლიათ ხმელეთზე დარტყმების მიყენება შორი მანძილიდან.
რაც შეეხება ბირთვულ რაკეტების მატარებლებს, ბრიტანეთს ამ კლასის 4 სუბმარინა ყავს. Vanguard-ის კლასის ხომალდები შეიარაღებაში 90-იან წლებში მიიღეს. მათ ჩაანაცვლებს Dreadnought-ის კლასის წყალქვეშა ნავები. სამის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მეოთხე შეკვეთილია.
ბრიტანეთის ახალი სამხედრო სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ბირთვული იარაღის მოდერნიზებას. ბრიტანეთი იწყებს მუშაობას ახალ ბრიტანულ ბირთვულ ქობინებზე. ამ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ბირთვული იარაღის შემუშვების ცენტრის მოდერნიზება და გაფართოება.