რატი მელაძე: „ბელაიას“ აეროდრომზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ირკუტსკში ტრაილერების ტოტალური შემოწმება დაიწყო, რის გამოც ტრასებზე უზარმაზარი რიგები შეიქმნა (ვიდეო)

“„ბელაიას“ აეროდრომზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ირკუტსკში ტრაილერების ტოტალური შემოწმება დაიწყო, რის გამოც ტრასებზე უზარმაზარი რიგები შეიქმნა.
აეროდრომი „ბელაია“ ირკუტსკის ოლქში ბაიკალის ტბასთან მდებარეობს და უკრაინის საზღვრებიდან 4300კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული. უკრაინელულმა უშიშროებამ კონტეინერებში ჩაალაგეს მცირე რადიუსის FPV-დრონები და ტვირთების გადაადგილება ისე დაგეგმეს, რომ ეს კონტეინერები უშუალოდ 5 სამიზნე აეროდრომთან ერთდროულად აღმოჩნდა.
გუშინ კი ეს კონტეინერები ერთდროულად გაიხსნა და 117 დრონი ამოფრინდა. მათ ამდენივე ოპერატორი მართავდა. კავშირისთვის რუსულ მობილურ სატელეფონო კავშირს იყენებდნენ. ოპერაცია ისე იყო დაგეგმილი რომ FPV-დრონებს მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრის გაფრენა მოუწიათ. შედეგად რუსებმა ვერც ავიაციის ევაკუაცია და ვერც დრონების თუნდაც ნაწილის ჩამოყრა მოასწრეს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ