რატი იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს

რატი იონათამიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს. შესაბამისი ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის ახლადარჩეულმა ლიდერმა, მ გაავრცელა.
“პარლამენტის შიგნით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება უმრავლესობის ლიდერის არჩევა იყო – აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე, ჩვენ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ. ვაკანტურია ვიცესპიკერის პოზიცია ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ. ამ პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს ასარჩევად ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს. ფრაქცია ქართულმა ოცნებამ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი.
თავად მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე ირაკლი ჩაანაცვლა.