რატი იონათამიშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა – ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა!

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ერთი კონკრეტული ინიციატივის განხილვის პროცესს გასცდა და უფრო მნიშვნელოვანი, ღირებულებითი წყალგამყოფის დანიშნულება შეიძინა – ამიტომ ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ, რისი ლეგიტიმაციაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ მოგცა! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.
იონათამიშვილმა ამ კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობის არჩევანი და დაკვეთა დაიცვას.
„არაფერია იმაზე ღირსეული და საამაყო, ემსახურო შენს ქვეყანას, ხალხს და ამ სამსახურით შენი ქვეყანა უკეთესი გახადო. ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა წარმატება ჩვენ მოვიპოვეთ და ასე იქნება მომავალშიც – ჩვენ ამ ქვეყანას მივიყვანთ ევროკავშირამდე ღირსებითა და სიამაყით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – სანამ სახალხო დამცველი ვარ, სიმართლე არ დაიმალება – რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის – ამას უნდა შეეგუოთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაში, ეს არის მათი არჩევანი