რატი იონათამიშვილი – ნავალნი რუსეთში ღიად ჩაფრინდა, სააკაშვილი კი არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად შემოიპარა – ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში მაშინ, როცა სააკაშვილი ორ ოთახიან ლუქსშია

ნავალნი რუსეთში თვითონ დაბრუნდა, ღიად ჩაფრინდა, სააკაშვილი კი არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად შემოიპარა საქართველოში; ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში მაშინ, როდესაც სააკაშვილი კეთილმოწყობილ, ორ ოთახიან ლუქსშია – თუ ვინმეს გონია, რომ პარალელის გავლებით ვინმეს გული აუჩუყდება, ან ვინმე შეცდომაში შევა, მართლა ძალიან ცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან სა და მიხეილ სააკაშვილს შორის პარალელის გავლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნავალნის დაღუპვის ფაქტზე სააკაშვილთან დაკავშირებით დეზინფორმაციის კამპანია განაახლა. მისი თქმით, ეს „ამორალური უპასუხისმგებლობაა“.
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ საქართველოში ტრაგედიებით მოსარგებლე იყო, დიდი ხანია ვიცოდით, მაგრამ სულ ახლახან ეს საქართველოს მიღმაც გაიგეს. ვგულისხმობ იმას, როდესაც მათ ნავალნის დაღუპვის ფაქტზე დეზინფორმაციის კამპანია განაახლეს სააკაშვილთან დაკავშირებით. პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ამორალური უპასუხისმგებლობაა, რაც ჩვენს პოლიტიკაში ბოლო პერიოდში გვინახავს. ეს იმასაც ნიშნავს, რას ფიქრობს თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს საზოგადოებაზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებს ელემენტარული გარჩევის უნარი არ აქვთ. თუ ფიქრობენ, რომ ამ დეზინფორმაციას ვინმე დაიჯერებს, ძალიან მწარედ ცდებიან.
რამდენიმე საკითხს ვახსენებ, რომ ჩვენმა საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იყოს ის უზარმაზარი სხვაობა, რომელიც შემაძრწუნებელი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობისთვის“: ნავალნი რუსეთში დაბრუნდა თვითონ, საჯაროდ, ღიად ჩაფრინდა მოსკოვში მაშინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა არაჟნებით სავსე კონტეინერით, ქურდულად, მალულად და მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით არევა იყო; ნავალნი სასჯელს იხდიდა უმკაცრესი რეჟიმის კოლონიაში, ძალიან მძიმე პირობებში, მაშინ, როდესაც სააკაშვილი კეთილმოწყობილ, ორ ოთახიან ლუქსშია, საკაბელო ტელევიზიით და ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფილი; ნავალნისთან საპატიმროში ადვოკატებიც კი ვერ შედიოდნენ, არ შეეძლოთ მისი ნახვა. აქ, სააკაშვილს ამ ხნის განმავლობაში 2 ათასამდე მნახველი ჰყავდა. დღეში 2-3 ვიზიტორი; ნავალნი სასჯელს ღირსეულად იხდიდა, მაშინ, როდესაც სააკაშვილისგან ვხედავდით, ხან გასტრონომიულ ფალსიფიკაციას, ხან სიმულაციას, დეზინფორმაციას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე, მისი ოჯახის მხრიდან მილიონობით დოლარის გადახდას საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისთვის. მათ შორის იმ დროს, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე ვიდექით ევროინტეგრაციის გზაზე; ერთი ნამდვილად იყო პოლიტპატიმარი, მეორე კი ნამდვილად არის კრიმინალი, რომელმაც საქართველოს შიგნით გაამწარა ათასობით ოჯახი, ხოლო საქართველოს გარეთ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ არსებობს ფაქტობრივად ასი გადაწყვეტილება, ასი ვერდიქტი.
და ბოლოს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე უნდა იყოს – ნავალნის არც მაშინ დაუთმია ს მოქალაქეობა, როდესაც რუსეთიდან წავიდა და არც მაშინ, როდესაც ბრუნდებოდა. სააკაშვილმა საკუთარი კეთილდღეობისთვის დათმო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. მისთვის არავის ჩამოურთმევია მოქალაქეობა. მან საქართველოს პასპორტი გაცვალა სხვა ქვეყნის გუბერნატორის სკამზე.
ამ სურათიდან გამომდინარე თუ ვინმეს გონია, რომ ამ პარალელის გავლებით ვინმეს ან გული აუჩუყდება, ან ვინმე შეცდომაში შევა, მართლა ძალიან ცდება. პირიქით – ასეთი ტყუილების, სიცრუის ტირაჟირების გამოცაა (გარდა წარსულისა, რაც არსებობს), რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც კი უარს ეუბნება ბოლო პერიოდში. ვხედავდით, რომ სააკაშვილის მხარდამჭერს აქციებზე ბოლოს ათეულების შეკრებაც კი უჭირდათ. ეს არის რეალობა, რაც სამართლიანად დადგა. როდესაც შენს ქვეყანას პოლიტიკური ინტერესებისთვის დეზინფორმაციით და სიცრუით ებრძვი, ცხადია, მსგავსი შედეგები დგება. როგორც ჩანს, ეს შედეგი კიდევ უფრო მწარედ იქნება მათთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.