რატი იონათამიშვილი: გამოდის, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა, თქვენ იძალადეთო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კომენტარიც კი ზედმეტია ვეტოს მოტივაციაში შენიშვნების დაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარზე.
დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ზურაბიშვილმა მხოლოდ პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ, ხოლო აქციის მონაწილეებს კი არა, რაც მისი შეფასებით, მთავარი მავნებლობაა.
“ერთი მთავარი მავნებლობა არ გამოგვრჩეს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან: პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოთო და აქციის მონაწილეებს – არა! გამოდის უთხრა, თქვენ იძალადეთო, აქაც გაიშიფრა! შენიშვნებს არ დავწერ ვეტოს მოტივაციაში და კანონი არჩევნების მერე აამოქმედეთო, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია.” – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს