რატი იონათამიშვილი: ასე დამარცხდება ყველა, ვინც იკადრებს და ეცდება…

ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი პარადოქსი, როდესაც მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლები კითხვის ნიშნებს სვამენ, თუ რამდენი თეთრი სად დაიხარჯა მაშინ, როდესაც ყველაფერი საჯაროა და თვითონ 70 მილიონი აქვთ დახარჯული ისე, რომ მისი მიზნობრიობა არსად ჩანს და, ფაქტობრივად, უკვალოდ არის გამქრალი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ცენზურამ ზუსტად ერთი საათი იმუშავა და „სასტიკად დამარცხდა“.

„ასე დამარცხდება ყველა, ვინც იკადრებს და ეცდება, ხელი შეუშალოს საზოგადოების ინფორმირებულობას. ამის გარდა, ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი პარადოქსი, როდესაც მდიდარი „ენჯეოების“ წარმომადგენლები კითხვის ნიშნებს სვამენ, თუ რამდენი თეთრი სად დაიხარჯა მაშინ, როდესაც ყველაფერი საჯაროა და თვითონ 70 მილიონი აქვთ დახარჯული ისე, რომ მისი მიზნობრიობა არსად ჩანს და, ფაქტობრივად, უკვალოდ არის გამქრალი. შესაბამისად, ეს ადამიანები მსგავსი განცხადებებით მხოლოდ საკუთარ თავს აჩვენებს საზოგადოებას და ძალიან კარგი, გააგრძელონ ლუსტრაციის პროცესი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებმა „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ