რატი ბრეგაძე – სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ დღეს არცერთი კითხვა არ დასმულა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, რატი ბრეგაძის განცხადებით, „სასიამოვნო მოულოდნელობა“ იყო, რომ დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ყოფილი პრეზიდენტის, ს შესახებ დეპუტატებს კითხვები არ დაუსვამთ.
მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ „ამ საკითხზე სალაპარაკო არავის არაფერი აქვს“.
„გარკვეულწილად, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსხვავებით ყველა წინა შემთხვევისგან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება იყო კორექტული და ამ საკითხზე სალაპარაკო არავის არაფერი აქვს“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.