რატი ბრეგაძე – რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია – ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება

რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია – ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება, – ეს შეფასება მედიასთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.
ბრეგაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მართვის მეთოდები საბჭოური მეთოდები იყო.
“როდესაც ვინმე „კაგებეს“ მეთოდებზე და რუსეთთან კავშირზე საუბრობს, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელმაც ხელი მოაწერა იმას, რომ მძინარე ცხინვალის დაბომბვა ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამხედროები დაგვეცვა, მთელი მსოფლიოსთვის გვეცნობებინა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.
იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ, რომელიც საქართველომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს სტრასბურგის სასამართლოში მოიპოვა, ყველას შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით