რატი ბრეგაძე – პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების აღჭურვილი მოწყობილობა PROBBOX-ით პრობაციონერების მისვლა გახდა შესაძლებელი ალტერნატიულ შენობა – ნაგებობებში

პირველად ევროპის მასშტაბით, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების აღჭურვილი მოწყობილობა PROBBOX-ით პრობაციონერების მისვლა გახდა შესაძლებელი ალტერნატიულ შენობა – ნაგებობებში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა „PROBBOX“-ის და მასში ინტეგრირებული ეფექტიანი სერვისების შესახებ ისაუბრა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, 2023 წელს ახალი მოწყობილობები, კერძოდ 20 ერთეული მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება დამონტაჟებული.
„პირველად ევროპის მასშტაბით, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების აღჭურვილი მოწყობილობა PROBBOX-ით პრობაციონერების მისვლა გახდა შესაძლებელი ალტერნატიულ შენობა – ნაგებობებში. 2023 წელს ახალი მოწყობილობები, კერძოდ 20 ერთეული მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება დამონტაჟებული და შესაბამისად, რაც პრობაციონერებს უფრო მეტად გაუმარტივებს სასჯელის აღსრულების პროცესს. აქვე, აღსანიშნავია, რომ PROBBOX -ის სერვისი 140 000 ჯერ იყო გამოყენებული“, – განაცხადა ბრეგაძემ, რომლის განცხადებასაც დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ