რატი ბრეგაძე: გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი

რატი ბრეგაძე: გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამართლებრივ უსაფრთხოებაზე ისაუბრა.
,,გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, სახელმწიფოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზის და საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში საქმისწარმოების მიმართულებით.
შედეგად, სამართლებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის დონე კიდევ უფრო მეტად ამაღლდება, ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც, ერთგვაროვანი საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა გაუმჯობესებული სისტემატიზაცია კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ჩვენი მოსახლეობისთვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იურისტებისთვის საჭირო სამართლებრივ ინფორმაციაზე წვდომას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა