რატი ამაღლობელი – ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა

ჩვენს საპროტესტო მოძრაობას – „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.
„კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეებთან ერთად გამომსვლელები.
„ჩვენს საპროტესტო მოძრაობას – „აპრილის მოძრაობას“ ისტორიაში „აპრილის გამოღვიძება“ დაერქმევა, საქართველოს გაზაფხული და ჩვენ ვამბობთ – „კი ევროპას, არა რუსეთს! ძალა ევროპაშია!“ – განაცხადა რატი ამაღლობელმა.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები პერიოდულად ერთად სკანდირებენ: “საქართველო”.
ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.
აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსების ნაწილიც შეუერთდა.
ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.