რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?

რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია?
“ხალხის ძალის” წევრი, , ოპოზიციური პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელზე ოპოზიციური სპექტრის რეაქციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ქადაგიძის თქმით, ოპოზიციამ არც საპარლამენტო აღიარა, ბოიკოტი გამოუცხადა თვითმმართველობის არჩვენებსაც და პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანა.
შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება ოპოზიციას მხოლოდ ფურცელზე რეგისტრირებული პარტიები მაშინ, როცა თავადვე აცხადებენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ. “2024 წლის არჩევნების შედეგები არ აღიარეს; მანდატები გადაყარეს; ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხზე დაიკიდეს; პარლამენტის ლეგიტიმაცია არ სცნეს; სახელმწიფო ინსტიტუციებს არ აღიარებენ; 2025 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს; პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანეს; ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად რევოლუცია მიაჩნიათ. ამ ყველაფრის მერე, რას წკმუტუნებენ პარტიების გაუქმებაზე? თავად ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და რა ჯანდაბად უნდათ ფურცელზე რეგისტრირებული პარტია? თუ აქვთ ერთი ადგილი, მოაწყონ რევოლუცია… მაგრამ 300 კაცით ნამეტანი გაუჭირდებათ.” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს