რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ევროკავშირში?

ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტი 8%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 38%-ით შემცირებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ევროკავშირიდან 915,508.53 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 845,858.87 ათასი დოლარის.
-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირიდან იყიდა:
· მსუბუქი ავტომობილები – 108,408.60 ათასი დოლარი,
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 91,318.65 ათასი დოლარი,
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 65,874.12 ათასი დოლარი,
· სატვირთო ავტომობილები – 26,245.36 ათასი დოლარი,
· სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 21,127.58 ათასი დოლარი.
რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს პირველი კვარტალის მაჩვენებლებით 38%-იანი კლებაა. 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ევროკავშირში 133,223.22 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი 213,768.70 ათასი დოლარის.
TOP-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ ევროკავშირში გაყიდა:
· სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 19,759.62
· თხილი და სხვა კაკალი – 11,516.01
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 10,236.02
· მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 9,853.70
· ეთილის სპირტი – 7,518.45