რას ნიშნავს ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგი, რომელსაც მედიის ინფორმაციით, აშშ უკრაინას სთავაზობს?

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით  იტყობინება, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ს უსაფრთხოების გარანტიის სახით ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგს სთავაზობს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.

“უნიანის” ინფრომაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეს საკითხი ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენა, პუტინმა კი ეს იდეა მოიწონა.

„უნიანის“ ცნობით, ამერიკულმა მხარემ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებთან დაკავშირებით წინადადება უკრაინის პრეზიდენტს წარუდგინა.

როგორც „უნიანს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, აშშ და ევროპული ქვეყნები მხარს დაუჭერენ „მეხუთე მუხლის ტიპის“ უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მონაწილეობის გარეშე.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა