რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნა “იუვენტუსთან”? – “ნაპოლის” ფანები ქართველის ჟესტით კმაყოფილები არიან

გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში “პარტენოპეის” გარემარბმა მ გახსნა, ქართველმა გოლი საკუთარი კერპის კრიშტიანო რონალდოს სტილში (მე აქ ვარ) აღნიშნა. რამაც “ნაპოლის” ქომაგებს მისცა იმედი, რომ “კვარა” უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, მ მიმდინარე სეზონში “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი გამართა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.