ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, პოდკასტში, ამბობს
კახა კალაძე ამბობს, რომ უკიდურესად უჭირს თბილისში 42 000 ადამიანს ისე, რომ გამოკვების სხვა შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ, დედაქალაქის მერია ბიუჯეტიდან დღეში ერთხელ კვებავს. ნუ, კვებავს ხმამაღალი განცხადებაა.
კალაძე ამბობს, რომ ამ 42 000 ადამიანის გამოსაკვებად გამოვყავი რაღაც თანხაო და ეს თანხა არის ერთ ადამიანზე, დღეში 1 ლარი და 70 თეთრი. რეალობაში, ეგაც არ არის, რადგან, ამ 1,70 ლარში შედის დღგ და ყველა გადასახადი, ხარჯები, იჯარა, ხელფასები. ეს რომ დავითვალოთ და გამოვაკლოთ რჩება 1 ლარი და 6 თეთრი. კალაძე ამბობს, რომ აი, 1 ლარით და 6 თეთრით უნდა ვიყიდოთ რამე და მისი აღქმებით ეს არის ნორმალური. მაშინ როცა მისი პიარისთვის მუშაობს 59 თანამშრომელი.
ეს გაჭირვებული ხალხი, ხომ არ გგონიათ იქ საჭმლის გამო დადიან, ის არ იჭმევა, ადამიანები პურის გამო დადიან… აი, იმ 250 გრამი პურისთვის და ზოგჯერ მინახავს ქილით რაღაც წვნიანი მოაქვს, რომ სითხე მიიღოს, ოდნავ თბილი მაინც.
ამაშიც კი ძალიან დიდ ფულს აკეთებენ, მაგალითად, ერთ უბანში, 810 ადამიანია, 810 ადამიანს რომ მოემსახურო დღეში, თქვენი აზრით, რამდენი საათი დასჭირდება? ფიზიკურად ვერ შესძლებს, იქ უნდა ჭამონ ამ ადამიანებმა, იქ უნდა იყოს სივრცე, დასხდნენ და ჭამონ, 30 პროცენტზე მეტი არ დადის, იმიტომ რომ საჭმელი არ ვარგა, ისინიც, ვინც მიდის, პურის გამო მიდიან, მარტო პურის. 810 ადამიანი გაფორმებული ჰყავს, 250 მივა პურის გამო და დანარჩენი რჩება. აბა, კაცი რომ ამბობს 1,05 ლარად 810 ადამიანს ვაჭმევო, ხომ ტყუილია. აქაც მილიონებს ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე იდებენ ჯიბეში.
კახი ხომ ამბობს მილანელი “სვეტი” ვარო და ფულის მეტი რა მაქვსო, ხომ შეიძლება 20–30 ადამიანს რომ დაპატიჟებ, კახი რომ ხარ კალაძე, გადაიხადე რა, ბიუჯეტის, იმ გაჭირვებული ხალხის ფულით, მინდა მენიუ ჩამოგითვალოთ. გეტყვით რა ჭამეს მონოგრაფში – ტოლმა, 6 თეფში ერთ თეფშ ტოლმაში გადაიხადა 31 ლარი, ანუ, ერთი თვე რომ უნდა აჭამოს გაჭირვებულ ადამიანს, იმდენი გადაუხადა 1 თეფშ ტოლმაში, ქართული სალათი ქონდა – 19 ლარი გადაიხადა ერთში, ფხალის ასორტში 1 ცალში გადაიხადა 29 ლარი, სოკოში – 28 ლარი, 6 თეფში აიღო, ყველის დაფაში 33 ლარი, იქ, სასადილოში, ყველიანი მაკარონი ქონდა ლარად გაკეთებული, იმერული ხაჭაპური ქონდა – 20 ლარად, პურის სალათში – 9 ლარი, ხბოს ხარჩო – 33 ლარი, შქმერული, ქათამი კვაწარახის სოუსში, ხბოს, ქათმის, ღორის მწვადი, ხილის ასორტი და ჯამში გადავიხადეთ 4252 ლარი, ხალხი ქორწილს იხდის ამ ფასად. ოღონდ, ეს ფული ჩვენ გადავიხადეთ, ბიუჯეტის ფულიდან. იმ 810 კაცს 5 დღე ყოფნის ეს ფული და ამათმა 20–30 ადამიანმა ჭამეს ერთ ჭამაზე.
კონტრასტი ნახეთ, მეუბნება აქ, 1,06 თეთრი ეყოფა კარგად გამოკვებაშიო და თვითნ შევიდა რესტორანში და ბიუჯეტის ფულით ეს ჭამა. ეს შეჭამანდი ყოფილა, კარგი. ხომ? ყავაში გადაიხადა 8 ლარი. ერთ ჭიქა ყავაში და აიღო 30 ჭიქა, რაც ვერ დალიეს, თავზე დაიმხეს. შეიძლება 25 იყო, მაგრამ 30–ის გადაიხადა, ბიუჯეტიდან იხდის, თვითონ ხომ არ იხდის. ესაა ერთი კონკრეტული შემთხვევა.
ნონსესია, 30 000 ლარი ნაგვის ურნაში და 1,06 თეთრი ადამიანს, ადამიანს არაფერი აქვს, რომ ჭამოს და მერე ნაგვის ურნაში ჩააგდოს, 1,06 თეთრად აჭმევ ადამიანს და 30 000 ნაგვის ურნაში რატომ უნდა გადაიხადო? ან სკამში 12 000 ლარი როგორ უნდა გადაიხადო? არ ჩამოვატანინეთ ეგ სკამი 12 000 ლარად იტალიიდან.
პრიორიტეტი რა არის კალაძესთვის ნახეთ – ამბობს, აი, ხელფასს არ ავიღებ… საკუთარი პიარსამსახური შექმნა, რაშიც ბიუჯეტიდან გამოყო 5 მილიონ 500 000, საკუთარი პიარისთვის. 200 მდე ვიდეო რგოლის დამზადებაო, 300–მდე პიარაქტივობის განხორციელება, სოც მედიაში განთავსება – 18 შტატიანი თანამშროელია და 41 უშტატო, ხელშეკრულებით აყვანილი. ჯამში კალაძეს ემსახურება პიარის 59 თანამშრომელი. აქუბარდიას ტელევიზია აქვს და 3 კაცი მუშაობს, მაქსიმუმ – 7. მანქანას არ ვიყენებ, ეკოლოგიას ვუფრთხილდებიო და მის პიარს ჰყავს 7 ავტომობილი, თვითონ ხომ ფეხით დადის და 7 მანქანა დაყვება, ამ მანქანების დაზღვევა, საწვავი, ეგაც ხომ ჩვენი გადასახდელია. ანაზღაურებაზე უნდა მოგიყვე – შტატიანი თანამშრომლები – ეკატერინე ჯოჯუა მაგალითად, 7 500 ლარი აქვს ხელფასი. მინისტრის მოადგილეების გათანაბრებული ხელფასი აქვთ კალაძის პიარს. წარმოგიდგენია? ვიღაცა ნინელია 4 800 ლარი, ვინმე ნათიაა 5 000 ლარიანი, ხათუნა და თეონა 4 000 ლარიანები არიან, ხელშეკრულებით ვიღაც ლევანი, ოპერატორი, 5200 ლარი აქვს ხელფასი, აკაკის – 5600 ლარი, გიორგის 5500 ლარი.
ბუსტში რამდენი აქვს იცით გამოყოფილი ფეისბუქისთვის ბიუჯეტიდან? – 70 000 ლარი და 1,06 ლარად აჭმევს ადამიანს.
7 მანქანა ხომ ემსახურება, საწვავს ხომ ბიუჯეტიდან ასხამს და 7 500 ლარი ხომ მივეცით პიარს, ტელეფონი მაინც ჩაირთეთ აქედან, 30 ლარიანი ულიმიტო ჩართე რა, 1400 ლარი ტელეფონების შევსებისო, ბიუჯეტიდან, ეგაც ხალხმა უნდა ჩავურთოთ.
ხალხო, გული გაგისკდებათ რა, ბაღის აღმზრდელს 500–700 ლარი აქვს ხელფასი, მთელი დღის განმავლობაში ჩვენს შვილებს რომ უნდა მიხედონ. ბაღის მასწავლებელს ხელფასი 500–700 ლარი და კალაძის პიარს 8 000 ლარამდე ხელფასი, მეეზოვეს 800 ლარი ხელფასი, ამას – 8 000 ლარამდე ხელფასი. ნეეზოვეები მთელი დღე ქალაქს ემსახურებიან, შრომობენ და აი, შენ 800 ლარი ხელფასიო და ჩემს პიარს 7500 ლარიო და ბუსტში, თვეში ფეისბუქზე 6 000 ლარიო.
ერთი ვიდეორგოლი გინახავთ, რომ აი, ვინმე მივიდეს, დაჯდეს, თქვას, აი, კარგი საჭმელია, ვემსახურებით ხალხს, გინახავთ? თვითონ ხბოს ჩაშუშული აქვს და 5 მილიონს პიარში ხარჯავს.
149 მილიონი ლარია შრომის ანაზღაურების მუხლით, 2 წლის წინ იყო 94 მილიონი, წინა წელს იყო 112 მილიონი, ახლა 149 მილიონია, ხოდა, 149 მილიონს რომ ვიხდით ამათ ხელფასში, მითხრან, 149 სიკეთე, რაც გააკეთა.
და თბილისს იცით უკვე რამდენი აქვს ვალი? მილიარდზე მეტი და იზრდება და იზრდება…