რას ვერ მოერია ხიდაშელი ივანიშვილის ხელისუფლებაში? – “ერთადერთ რამეს ვნანობ”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, :

არა, ის არსება, რომელმაც დღეს 21 წლის მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა, არ არის მონა. არც ისინი არიან მონები ჯარიმის და 10-12 დღიანი პატიმრობის ფურცლებს რომ აწერენ ხელს ყოველდღიურად; არც მზიას მოსამართლეა მონა და არც ანდრო ჭიჭინაძის…
– მონა სოლიდარობას, ხშირად სიბრალულს იმსახურებს.
– მონას ნება დათრგუნული აქვს ფიზიკური ძალადობით, ხშირად დაუძლეველი ძალით.
– მონა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, მისი სიცოცხლეც და არსებობაც სხვების ხელშია…
– მონებს ჯალათების არმია მართავდა, რომელიც მათ ნებას თრგუნავდა, მათ სიცოცხლეს არსებობად აქცევდა…
– მონები მანამდე არსებობდნენ სანამ ადამიანის უფლებების საყოველთაობა გაჩნდებოდა, სანამ მთელი სამყარო თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის შეიმართებოდა.
– არა, 21 საუკუნეში მონობა აღარ არსებობს და არც ესენი არიან მონები.

ესენი ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან, ზოგი მანტიით და ზოგი მის გარეშე. ჩვეულებრივი ჯალათები რომლებმაც მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები … დაირქვეს. ჯალათები რომლებიც საზოგადოების დამონებას, 21 საუკუნეში ადამიანებისთვის სიცოცხლის არსებობით ჩანაცვლებას ცდილობენ. უსამშობლო, უსულო, უგულო ჯალათები ….

მათი დიდი ნაწილი ქოცებმა მემკვიდრეობით გადმოიბარეს და ადრეც ბევრჯერ მითქვამს, ერთადერთი რასაც ვნანობ, სადაც მგონია რომ მეტი შემეძლო და ვერ მოვახერხე, სწორედ მათი სისტემაში დატოვების შესაძლებლობა იყო … არ ვიცი რა, მაგრამ იქნებ კიდევ შეიძლებოდა რამის გაკეთება მათ დროულად მოსაშორებლად, დასასჯელად, სხვებისთვის მაგალითად საქცევად … არ მქონია არც შემწყნარებლობა, არც რაიმეს პატიების სურვილი, არც ერთ დღე მათთან ენის მოჩლექით არ მისაუბრია, მაგრამ ვერ მოვერიე და ამას ძალიან ვნანობ.
ეს უნდა იყოს მთავარი გაკვეთილი ყველა ახალი ხელისუფალის და პირველ რიგში საზოგადოებისთვის, ბოლომდე ბრძოლა ამ ხალხის დასჯის და სისტემიდან სამუდამოდ ჩამოშორებისთვის, რომ ვერასოდეს, ვერასოდეს ვეღარვინ გაბედოს სახელმწიფოს სახელით ჯალათის როლი მოირგოს!!!